განათლების სამინისტროსთან სტუდენტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან და უმაღლესი განათლების რეფორმით გათვალისწინებულ ცვლილებებს აპროტესტებენ - რას აცხადებენ მმართველ გუნდში - Palitra News

განათლების სამინისტროსთან სტუდენტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან და უმაღლესი განათლების რეფორმით გათვალისწინებულ ცვლილებებს აპროტესტებენ - რას აცხადებენ მმართველ გუნდში

2026-02-16 15:20:42+04:00

განათლების სამინისტროსთან ამ წუთებში ის სტუდენტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან, რომლებიც უმაღლესი განათლების რეფორმით გათვალისწინებულ ცვლილებებს აპროტესტებენ. განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია კვოტორების სისტემამ, რომლის თანახმადაც ილია სახელწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ 360 სტუდენტის მიღება შეეძლება. რეფორმის კრიტიკოსები იმ გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვენ, რომლებიც მათივე შეფასებით უნივერსიტეტის ავტონომიას ანადგურებს. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, ადამიანები, რომლებიც კონცეფციას იწუნებენ, ვერ ასახელებენ არგუმენტებს, თუ რატომ არის დაგეგმილი ცვლილებები უმაღლესი განათლებისთვის დამაზიანებელი.