კონსტიტუციური ორგანოზების ლეტიგიტიმაციის არაღიარება დასჯადი ხდება. „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ - აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით. დღესვე იურიდიულ საკითხზე კომიტეტზე გრანტების შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ პოლიტიკით - პარტიები, ხოლო მეწარმე სუბიექტები - სამეწარმეო საქმიანობით და ბიზნესით უნდა დაკავდნენ. და რომ უცხოეთიდან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს. ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებით კი, დაგეგმილი ცვლილებები განსხვავებული აზრის დევნის პრაქტიკის გაგრძელებაა.