"ხელების, ფეხების ჩარტყმა, ბოთლების, ფილების სროლა დამიწყეს, ფორმა შემომახიეს..." - რა განაცხადო სასამართლო პროცესზე დეტექტივმა ირაკლი ლურსმანაშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - Palitra News

"ხელების, ფეხების ჩარტყმა, ბოთლების, ფილების სროლა დამიწყეს, ფორმა შემომახიეს..." - რა განაცხადო სასამართლო პროცესზე დეტექტივმა ირაკლი ლურსმანაშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

2026-02-16 15:35:28+04:00

ხელების, ფეხების ჩარტყმა, ბოთლების, ფილების სროლა დამიწყეს, ფორმა შემომახიეს, - ამის შესახებ დეტექტივმა ირაკლი ლურსმანაშვილმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების სასამართლო პროცესზე მოწმედ დაკითხვისას განაცხადა. ლურსმანაშვილს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. მისი თქმით, ათონელის სასახლესთან შეკრებილები ფიზიკურად აგრესიულად განწყობილები იყვნენ. ლურსმანაშვილმა განაცხაა, რომ სხეულის არეში ჭრილობა მიიღო, კლინიკაში გადაიყვანეს, ჭრილობა დაუმუშავეს, რეკომენდაციები მისცეს და კლინიკიდან გაწერეს. დეტექტივის ჩვენების მიხედვით, მას მკურნალობისთვის 20 დღე დასჭირდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა გრძელდება.