ბიბლუსის ლიტერატურული კონკურსის, “რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ” გამარჯვებული გამოვლინდა. პირველი ადგილი თამარ გელაშვილმა დაიკავა. მან ბიბლუსისგან მთავარი პრიზი, 1000-ლარიანი ვაუჩერი და ჯილდო მიიღო. მისი ნამუშევარი კი სამომავლოდ დაიბეჭდება. კონკურსანტებს თავიანთ ლიტერატურულ ტექსტებში შექსპირის ცნობილი ტრაგედიის გმირები უნდა გაეცოცხლებინათ და ნაწარმოების განსხვავებული ვერსია შეექმნათ - თუ რა მოხდებოდა 20 წლის შემდეგ, მათი ცხოვრება რომ ტრაგიკულად არ დასრულებულიყო. ჟიურიმ, გამარჯვებულის გარდა, სხვადასხვა ნომინაციაში რჩეული ავტორებიც გამოავლინა და სპეციალური პრიზებით დაასაჩუქრა.