დღეს განათლების სამინისტროსთან სტუდენტები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტეს. განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია კვოტების სისტემამ, რომლის მიხედვითაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მიღების მაქსიმალური რაოდენობა 360 სტუდენტით განისაზღვრება. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აღნიშნული ცვლილებები უნივერსიტეტის ავტონომიას მნიშვნელოვნად აზიანებს. მმართველ პარტიაში კი ამტკიცებს, რომ რეფორმის მოწინააღმდეგეები კონკრეტულ არგუმენტებს ვერ ასახელებენ და რეფორმა უმაღლესი განათლების განვითარებას ემსახურება.