კონსტიტუციური ორგანოზების ლეტიგიტიმაციის არაღიარება დასჯადი ხდება. სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმს შეეხება. ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებრივ სამუშაოებს ან 3 წლამდე პატიმრობას. ამავდროულად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გრანტების შესახებ კანონის მეორე მოსმენით განხილვის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიულ პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. დაანონსებულ ცვლილებებს აქტიურად განიხილავენ პოზლიტიკურ სივრცეში.