საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართალწარმოებას იწყებს იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც წყლის ჭავლის გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებაზე მიუთითებენ. ორგანიზაცია პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს. საია-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი დაცვის ქვეშ იმყოფება 7 დაზარალებული, რომლებიც ჯანმრთელობის პრობლემებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს უკავშირებენ. ორგანიზაციაში ასევე ჩატარებული გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას მოითხოვენ და ამბობენ, რომ დაზარალებულებს შესაბამისი სტატუსი უნდა მიენიჭოთ. როგორც საია-ში ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში, საქმე შესაძლოა საერთაშორისო სამართლებრივ ინსტანციებამდეც მივიდეს.