თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულების - ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმე განიხილეს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულების - ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმე განიხილეს

2026-02-16 20:47:26+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულების - ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმე განიხილეს. სხდომაზე დაზარალებულის სტატუსით დეტექტივი ირაკლი ლურსმანაშვილი გამოიკითხა. როგორც მან განცახდა, ათონელის სასახლესთან შეკრებილი პირები ფიზიკურად მომზადებულები და აგრესიულად განწყობილები იყვნენ, ზოგიერთი მათგანი კი აირწინაღებით იყო აღჭურვილი. მოწმის განცხადებით, ერთ-ერთი ბრალდებული, გენადი კუპრეიშვილი, მას ფიზიკურად გაუსწორდა და სასამართლოში ამოიცნო. პროცესზე ჩვენება მისცა ჰაბიტოსკოპმა ნუგზარ ტალახაძემაც, რომელმაც ექსპერტიზის საფუძველზე ვიდეოჩანაწერში კუპრეიშვილის ყოფნა დაადასტურა. დაცვის მხარე ბრალდებებს არ ეთანხმება.