ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაამტკიცა - Palitra News

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაამტკიცა

2026-02-16 20:48:05+04:00

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ დიზაინერს, დათუნა სულიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დაამტკიცა. პროკურატურის ინფორმაციით, შეთანხმების საფუძველი ბრალის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა. ამ გადაწყვეტილებით, სულიკაშვილი დამნაშავედ ცნეს და 6-თვიანი პატიმრობა, 4 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი და 50 ათასი ლარის ჯარიმა განესაზღვრა. ასევე ჩამოერთვა მანქანის მართვისა და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება. ის გლდანის მე-8 დაწესებულებას 9 ივნისს დატოვებს. სულიკაშვილი 9 დეკემბერს დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით.