„ქართული ოცნება“ არალეგალური მიგრაციის გამკაცრებას აანონსებს. მმართველი პარტიის განცხადებით, 1-ლი მარტიდან უცხოელთა შრომითი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება, რაც, მათივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვას ემსახურება. ხელისუფლების ოპონენტები ამ ინიციატივას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მთავარი გამოწვევა მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. მათივე შეფასებით, მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას ეკისრება. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის დეტალები და რეგულაციების მექანიზმები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.