მსოფლიო ყურადღება ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებებისკენ არის მიმართული. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ხვალიდან ორი დღის განმავლობაში, 17 და 18 თებერვალს ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. შეხვედრის შემდეგ კი აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივი კონსულტაციებია დაგეგმილი. მხარეები რეგიონულ უსაფრთხოებასა და მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ოფიციალური განცხადებები შეხვედრების დასრულების შემდეგ გავრცელდება.