სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია ჩატარდა. სტუდენტური წინააღმდეგობა გარდაუვალია, დაიცავი განათლება - ეს დემონსტრანტთა ძირითადი გზავნილია. პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები განათლების რეფორმას და ამ კუთხით, უნივერსიტეტების რეორგანიზაციის საკითხს აპროტესტებენ. განსაკუთრებულ კრიტიკას იწვევს კვოტების სისტემა, რომლის მიხედვითაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მიღების მაქსიმალური რაოდენობა 360 სტუდენტით განისაზღვრება.