პარლამენტი განიხილავს კანონს, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება - Palitra News

პარლამენტი განიხილავს კანონს, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

2026-02-17 09:24:55+04:00

პარლამენტი განიხილავს კანონს, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. ამ სახელწოდებით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. მმართველი პარტიის არგუმენტი ქვეყნის გარე ჩარევებისგან დაცვასა და ექსტრემიზმის პრევენციას ემყარება. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებრივ სამუშაოს ან 3 წლამდე პატიმრობას.