საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს - Palitra News

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს

2026-02-17 09:25:42+04:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე დაზარალებული მოქალაქეების სახელით სამართალწარმოებას იწყებს. საია გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართავს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციები მავნე ნივთიერებით დაარბია, რითიც ადამიანის უფლებები შელახა და დემოკრატიული სტანდარტები დაარღვია. ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები „ქართული ოცნების“ დისკრიმინაციას ცდილბენ. საიას განცხადებით, თუ საქართველოში სამართლიანი გამოძიება არ ჩატარდება, საქმე საერთაშორისო საგამნოძიებო სტრუქტურებში გადაინაცვლებს.