მიხეილ ყაველაშვილი დღეს, 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა - Palitra News

მიხეილ ყაველაშვილი დღეს, 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

2026-02-17 09:26:18+04:00

მიხეილ ყაველაშვილი დღეს, 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. ამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხებს არ განიხილავენ, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ეს დაუშვებელია. ყაველაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეები სიტყვით გამოვლენ. ყაველაშვილს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება. 18 თებერვალს კი - პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. თემა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებია.