შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დღეს და ხვალ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება - Palitra News

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დღეს და ხვალ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

2026-02-17 09:27:08+04:00

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში დღეს და ხვალ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთს ფართომასშტაბიან ტერიტორიულ და პოლიტიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისზე წასვლა არ სურს და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეხვედრაზე უფრო ფართო სპექტრის საკითხების განხილვა იგეგმება. კიევის დელეგაციას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ, რუსეთის დელეგაციას კი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.