ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის ჟენევაში სამართლიანი და თანასწორი შეთანხმების მისაღწევად იმყოფება. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, არაღჩიმ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელთან, რაფაელ გროსისთან შეხვედრისას საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან თანამშრომლობა განიხილა. ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, 17 თებერვალს ჟენევაში გაიმართება. მედიის ინფორმაციით, ვიზიტის დროს კონსულტაციების რამდენიმე ეტაპი გაიმართება.