რუსეთმა კრივოი როგში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბა - Palitra News

რუსეთმა კრივოი როგში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბა

2026-02-17 09:28:44+04:00

რუსეთმა კრივოი როგში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ის აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა ინფრასტრუქტურა ბალისტიკური რაკეტით დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსები უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ახალი მასშტაბური დარტყმებისთვის ემზადებიან. მისივე თქმით, საჰაერო იერიშებისგან თავის დასაცავად უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ადეკვატური მხარდაჭერა.