პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა დაიწყო - Palitra News

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა დაიწყო

2026-02-17 12:23:48+04:00

პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მიხეილ ყაველაშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა დაიწყო.

ყოველწლიური მოხსენების მოსასმენად პლენარულ სხდომაზე იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები.

ყაველაშვილის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, ტრიბუნა ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ.

მიხეილ ყაველაშვილს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.

დღეს პარლამენტში სხვა საკითხებს არ განიხილავენ, რადგან რეგლამენტით ეს დაუშვებელია.