,,ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება. კანონის ამოქმედების შემთხვევაში, კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ მოწოდებები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ შეფასდება - შესაძლოა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს, სისხლის სამართლის კოდექსში დაანონსებული ცვლილებები მორიგი პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოიყენოს.