პარლამენტში დეპუტატები მიხეილ ყაველაშვილს უსმენენ. ყაველაშვილი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარ ხედვას წარადგენს, უცნობია რა იქნება მისი მთავარი აქცენტები, თუმცა კონკრეტულ მოლოდინებზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში საუბრობენ. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სხვა საკითხებს არ განიხილავენ. ყაველაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეები სიტყვით გამოვლენ.