ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორებად პროკურატურამ ძმები კაკულიები და ბესარიონ ჟვანია დაასახელა. საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა კაკულიებმა ე.წ კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. გამოძიების თანახმად, ბესარიონ ჟვანიამ დანაშაულის ამსრულებლის მოძიება დაიწყო, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა. ჭელიძე და კავილაძე უკვე მსჯავრდებულები არიან. რაც შეეხება ძმებ კაკულიებს, ისინი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებულები არიან, ხოლო ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ახალი ბრალი წარედგინებათ.