უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე დღეს, 17 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაგრძელდება.სამმხრივი მოლაპარაკების წინა ორი რაუნდი იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. მესამე რაუნდისთვის შეიცვალა არა მხოლოდ მოლაპარაკების ადგილი, არამედ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელიც. ჟენევაში მოსკოვის დელეგაციის ხელმძღვანელია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. უცხვლელი შემადგენლობა აქვთ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს. მოლაპარაკების ეს რაუნდი ჟენევაში 18 თებერვალს უნდა დასრულდეს.