სუს-ი განმარტავს, რა საქმეზე იკითხებიან ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი - Palitra News

სუს-ი განმარტავს, რა საქმეზე იკითხებიან ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი

2026-02-17 14:15:06+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რა საქმეზე მიმდინარეობს უწყებაში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის გამოკითხვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, "ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით".

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი ვიცე - პრემიერი, ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე ამ წუთებში იმყოფებიან.