2025 წლის მე-4 კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 34%-ში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა - ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსი გვაწვდის. რაც შეეხება 2026 წლის პირველი კვარტლის მოლოდინებს, კომპანიების 38% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელოდება. ამასთანავე, კომპანიების 59% არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას. სექტორებს შორის, 2025 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორში შეინიშნება. რაც შეეხება 2026 წლის 1-ელი კვარტლის მოლოდინს, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ, ყველაზე პოზიტიური შეფასებით აქაც ვაჭრობის სექტორი გამოირჩევა - ნათქვამია BAG-ის ინდექსში.