იანვარში ფულადი გზავნილები 16.6%-ით გაიზარდა, ყველაზე მეტი თანხა კი იტალიიდან შემოვიდა. 2026 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 282 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც 16.6%-ით, თანხობრივ გამოსახულებაში კი 40.2 მლნ დოლარით მეტია 2025 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.7% იმ უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანებზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა იანვარში თითოეულზე 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. ასეთი კი 24 ქვეყანაა. ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იანვარში იტალიიდან შემოვიდა და 53 მლნ დოლარს გადააჭარბა, ერთი წლის წინანდელთან შედარებით, ფულადი გზავნილები იტალიიდან დაახლოებით 15%-ით არის გაზრილი. მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები, საიდანაც ერთ თვეში 52 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი თანხა გადმოირიცა და გასული წლის ინავართან შედარებით აქაც 10%-იანი ზრდა გვაქვს. მესამე პოზიციას კი რუსეთის იკავებს, საიდანაც ამ წლის ინავარში საქართველომ 33,5 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო ზრდამ გასულ წელთან შედარებით 31%-ს გადააჭარბა. სებ-ის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2% მეტია.