რძის და ხორცის წარმოება წლიურად შემცირდა, კვერცხის კი გაიზარდა. საქსტატის წინასწარი შედეგებით, 2025 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 97.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.4 %-ით ნაკლებია. ხოლო ჯამურად, გასულ წელს რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 546 მილიონი ლიტრი იყო და 5%-ით ჩამორჩებოდა 2024 წლის მაჩვენებელს. რაც შეეხება ხორცის წარმოებას, სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის IV კვარტალში ხორცის წარმოებამ 28 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%ით მეტია. თუმცა შემცირებულია ხორცის წლიური წარმოება და 7.7%-ით ჩამორჩება 2024 წლის მაჩვენებელს.
და აი მივადექით კვერცხის წარმოებას. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, კვერცხის წლიურმა წარმოებამ 688 მილიონი ერთეული შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 2.2%-ით მეტია.