თბილისში ბინის ქირა გაიაფდა და წლიურად 11%-ით შემცირდა, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალი“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში წერს - Palitra News

თბილისში ბინის ქირა გაიაფდა და წლიურად 11%-ით შემცირდა, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალი“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში წერს

2026-02-17 14:23:46+04:00

თბილისში ბინის ქირა გაიაფდა და წლიურად 11%-ით შემცირდა, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალი“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში წერს. უფრო კონკრეტულად, 2025 წელს 1 კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი ფასი 10.4 დოლარი იყო, 2024 წელს კი ქირის ფასი 11.7 დოლარს შეადგენდა. „გასაქირავებელმა ფასმა ნორმალიზება 2024 წელს დაიწყო და უძრავი ქონების ამონაგებ გრძელვადიან საშუალო მაჩვენებელს დაუახლოვდა, თუმცა, ის კვლავ აჭარბებს მსოფლიოს ქალაქების უმრავლესობაში არსებულ დონეს. 2026 წელს ქირა კორექტირებას განაგრძობს და დაახლოებით 2.1%-ით შემცირდება. ამონაგები კი დაახლოებით 8%-ის გარშემო დარჩება“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.