თურქული ვაშლის იმპორტი, რომელიც ადგილობრივი ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებდა 10-წლიან მინიმუმზეა, ხოლო ორი წელია, რაც ქართული ვაშლი თურქეთში გადის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2025 წელს თურქეთიდან 871 ტონა ვაშლი შემოვიდა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მაგალითად, 2015 წელს თურქეთიდან 1 221 ტონა თურქული ვაშლის იმპორტი მოხდა. ამასთან, მხოლოდ ერთი წლის ჭრილში, თურქული ვაშლის იმპორტი 71%-იან შემცირებას აჩვენებს. თურქული ვაშლის იმპორტის შემცირების პარალელურად, ბოლო ორი წელია, ქართული ვაშლი ექსპორტზე ამავე ქვეყანაში გადის. ერთი წლის ჭრილში თურქეთში ვაშლის ექსპორტი კი 35-ჯერ გაიზარდა. უფრო ზუსტად, 2025 წელს თურქეთში 480 ტონა ვაშლი გავიდა, ხოლო 2024 წელს მხოლოდ 21 ტონა. ასევე იზრდება ქართული ვაშლის საექსპორტო ფასიც. ამ შემთხვევაში ზრდა 58%-ია. ასე მაგალითად, 2025 წელს თურქეთში 1 კგ. ქართული ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 98 ცენტი იყო, 2024 წელს კი ღირებულება 62 ცენტს შეადგენდა.