საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 5 წლის შემდეგ გახსნა - Palitra News

საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 5 წლის შემდეგ გახსნა

2026-02-17 15:51:53+04:00

საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 5 წლის შემდეგ გახსნა. პროკურატურამ საბოლოოდ დააგინა, რომ ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზატორები გურამ კაკულია, დავით კაკულია და ბესარიონ ჟვანია არიან. გამოძიების თანახმად, ძმებმა კაკულიებმა მათი მეგობრის ბესარიონ ჟვანიას შუამავლობით ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაავალეს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა, შურისძიების მოტივით, რადგან კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კაკულიების მამის მკვლელობის დამკვეთი ნიკო კვარაცხელიას მამა გია კვარაცხელია იყო. ძმებ კაკულიებსა და ბესარიონ ჟვანიას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პროკურატურამ ზურაბ ჟავნიას შვილზე ბესარიონ ჟვანიაზე ძებნა გამოაცხადა.