პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის მოსმენა დასრულდა - Palitra News

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის მოსმენა დასრულდა

2026-02-17 16:10:57+04:00

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის მოსმენა დასრულდა. სასესიო დარბაზის ტრიბუნიდან მან კვლავ ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემის შესახებ ისაუბრა. ახსენა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენებიც და აღნიშნა, რომ ნათლად გამოჩნდა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები - ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ გადატრიალება. არ დავიწყებია არც გარე ძალების ზეწოლაზე საუბარი. მისი სიტყვებით, განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით.