რამდენად ასრულებს საქართველო ეუთოს ვალდებულებებს, როგორია ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება? ამ საკითხების შესასწავლად ეუთოს 20-ზე მეტი ქვეყნის ინიციატივით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საექსპერტო მისია უკვე ერთი კვირაა მუშაობს. ქართველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს 24 თებერვლამდე აქვთ ვადა ორგანიზაციას საკითხის თაობაზე ნებისმიერი რელევანტური ინფორმაცია წარუდგინონ. ინფორმაციის მიწოდებას აპურებს ქართული ოცნებაც. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში ძალიან მძიმე იქნება.