მოლაპარაკებები ჟენევაში - Palitra News

მოლაპარაკებები ჟენევაში

2026-02-17 16:13:12+04:00

დღის მთავარი საერთაშორისო თემა — მოლაპარაკებები ჟენევაში. შვეიცარიის დიპლომატიური ცენტრი ერთდროულად ორ მნიშვნელოვან პროცესს მასპინძლობს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, და ასევე — აშშ-ის მონაწილეობით უკრაინა-რუსეთის საკითხზე კონსულტაციების უკვე მესამე რაუნდს. ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე დიალოგი ფოკუსირებულია ბირთვული შეთანხმების შესაძლო განახლებაზე, სანქციების საკითხზე და საერთაშორისო კონტროლის მექანიზმებზე. მხარეები ცდილობენ დაადგინონ, არსებობს თუ არა საერთო საფუძველი შეთანხმების მოდერნიზებული ფორმატისთვის. პარალელურად, ამერიკული დელეგაცია აგრძელებს მოლაპარაკებებს უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებთან. მესამე რაუნდის მთავარი თემებია ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა, უსაფრთხოების გარანტიები და ჰუმანიტარული მიმართულება.