საქართველოს პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე 5 წლის შემდეგ გახსნა. უწყების ინფორმაციით, შეკვეთით ჯგუფური განზრახ მკვლელობის ორგანიზატორებად დასახელდნენ გურამ კაკულია, დავით კაკულია და ბესარიონ ჟვანია. გამოძიების ვერსიით, კაკულიებმა მათი მეგობრის, ბესარიონ ჟვანიას შუამავლობით ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს მკვლელობა შურისძიების მოტივით დაავალეს. მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ბესარიონ ჟვანიაზე ძებნა გამოცხადდა. რას აცხადებენ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ?