ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ - სწორედ ამ სახელწოდებით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება. კანონის ამოქმედების შემთხვევაში, კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ მოწოდებები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ შეფასდება - შესაძლოა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. მმართველ პარტია ამ ცვლილებების საჭიროებას „კონსტიტუციური წესრიგის დაცვის“ არგუმენტით ხსნიან. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს იმის რესურსი, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული კრიზისი მოაგვაროს.