ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს - Palitra News

ჟენევაში აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს

2026-02-17 21:22:40+04:00

დღის მთავარი საერთაშორისო თემა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებია, სადაც ერთდროულად ორი მნიშვნელოვან პროცესს მიმდინარეობს. ადგილზე აშშ-სა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს და ასევე შტატების მონაწილეობით რუსეთ-უკრაინის საკითხზე კონსულტაციების მესამე ეტაპი გრძელდება.ვაშინგტონსა და თეირანს შორის დიალოგი ბირთვული შეთანხმების შესაძლო განახლებაზე, სანქციებსა და საერთაშორისო კონტროლის მექანიზმებზეა ფოკუსირებული. ამავდროულად, ამერიკული დელეგაცია უკრაინასა და რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივას, უსაფრთხოების გარანტიებსა და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.