პარლამენტი დღეს, სავარაუდოდ, მეორე მოსმენით დაამტკიცებს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება - Palitra News

პარლამენტი დღეს, სავარაუდოდ, მეორე მოსმენით დაამტკიცებს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება

2026-02-18 09:19:50+04:00

პარლამენტი დღეს, სავარაუდოდ, მეორე მოსმენით დაამტკიცებს საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. ცვლილებების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს დასჯადს გახდის. მმართველი გუნდი ამას სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით ხსნის, თუმცა ოპოზიცია რეპრესიების საფრთხეზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობაა. პროცესში ჩართულია სახალხო დამცველიც, რომელიც კანონის შესაძლო ნეგატიურ გავლენებზე მიუთითებს და არ გამორიცხავს, რომ საკითხის გასაჩივრებამ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს.