პარლამენტში დღეს, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძესა და რეგიონული განვითარების მინისტრს, კახაბერ გულედანს მოუსმენენ - Palitra News

პარლამენტში დღეს, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძესა და რეგიონული განვითარების მინისტრს, კახაბერ გულედანს მოუსმენენ

2026-02-18 09:23:39+04:00

საქართველოს პარლამენტში დღეს „მინისტრის საათია“. ინტერპელაციის წესით, დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და რეგიონული განვითარების მინისტრი, კახაბერ გულედანი წარდგებიან. გულედანი საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიწვევით მივა, ხოლო მთავრობის მეთაურს კითხვებს „ქართული ოცნების“ წევრები დაუსვამენ. პრემიერისთვის მომზადებული კითხვების მთავარი თემა მიგრაციული პროცესებია. სესია 12 საათზეა ჩანიშნული.