აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა წყნარ ოკეანესა და კარიბის ზღვაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს - Palitra News

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა წყნარ ოკეანესა და კარიბის ზღვაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს

2026-02-18 09:26:45+04:00

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა წყნარ ოკეანესა და კარიბის ზღვაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარეს. იერიში მიიტანეს სამ გემზე, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. პენტაგონის ინფორმაციით, ამერიკელ სამხედროებს შორის დანაკარგი არ არის. ტრამპის ადმინისტრაცია ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლას განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს — სექტემბრიდან დღემდე ამ რეგიონში 20-ზე მეტი მსგავსი დარტყმა განხორციელდა. თეთრი სახლი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაციები კარიბის აუზში კიდევ უფრო გამკაცრდება, რათა ნარკოტიკების უკანონო ტრანზიტი მაქსიმალურად შეიზღუდოს.