პროკურატურა სასამართლოს ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის, ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს - Palitra News

პროკურატურა სასამართლოს ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის, ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს

2026-02-18 11:43:42+04:00

საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს.

პროკურორის განცხადებით, ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე.

ამასთან, სადრაძის განცხადებით, ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, პროკურატურა სასამართლოს ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის, ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც წინა პერიოდში ჩატარებულ ბრიფინგზეც განვაცხადეთ, 2020-2023 წლებში, მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას, გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე, მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ.

მოცემულ საქმეზე, საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით. ქოლ-ცენტრების ოპერატორები, ხელმძღვანელი პირების მითითებისამებრ, მომხმარებლებს იზიდავდნენ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე, მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დაპირებით ახდენდნენ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას.

ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ქოლ-ცენტრის უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა-მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების და მიხედვით, ე.წ. ,,დაუმორჩილებელი კონკურენტების’’ საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას.

კერძოდ, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.

ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები - გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციების ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც.

აღსანიშნავია, რომ ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეული, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

გაწეული საქმიანობისათვის, გავლენის და საინფორმაციო მფარველები, არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან, ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ.

რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი, 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას.

შემდგომში, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო საფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განკარგავდნენ, ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული, ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს - ხელფასების და ბონუსების გაცემას, ქოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას, ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.

ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების - ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების, სხვა დაზარალებულთა ვინაობების დადგენის და შესაბამისი ახალი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.PauseMuteCurrent Time 0:00/Duration 7:11Picture-in-PictureFullscreenSS.GEროგორ მოხვდე აქიყიდება 3 ოთახიანი ბინა დიდ დიღომშიქირავდება დღიურად 1 ოთახიანი ბინა გლდანშიქირავდება 3 ოთახიანი ბინა დიდ დიღომშიიყიდება 5 ოთახიანი ბინა საბურთალოზესტამბული 634.1 ლარიდანfly.geთბილისი - ლონდონი 1154.4 ლარიდანfly.geდაესწარი კვარას თამაშს პარიზში - ფრენები 1261.62 ლარიდანfly.geიმოგზაურე ამსტერდამში 978.74 ლარიდანfly.geრომელი ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ ელისო კილაძესთან ერთად "ქოლ-ცენტრების" საქმეში? - რა დეტალები ხდება ცნობილი პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან?palitravideo.geსაგანგებო ბრიფინგი შსს-ში - უწყებამ 97 პირი დააკავაpalitravideo.geცნობილია, რატომ დააკავეს ელისო კილაძე - საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაშიpalitravideo.geვრცელდება ელისო კილაძის დაკავების კადრები - "რას აკეთებთ ბიჭო?! ნუ ყვირით"palitravideo.geდღის ბოლო სიახლეები2 წუთის წინმარგუს ცაჰკნა - ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განლაგების წინააღმდეგი არ ვართ14 წუთის წინგურამ მაჭარაშვილი - „გრანტების შესახებ“ და მისი თანმდევი კანონები თავიდან ბოლომდე ემსახურება სუვერენიტეტის დაცვას37 წუთის წინვატიკანი „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობას არ მიიღებსყველა სიახლეინტერვიუ16.02.2026 / 14:06ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელსყველა სტატიაპრესის მიმოხილვა16.02.2026 / 08:59გია ხუხაშვილი - “ვენსის ვიზიტი კავკასიაში საქართველოს გვერდის ავლით ჩვენთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა”

“ლელოს” საბოლოო უარი და აზრთა სხვადასხვაობა ენმ-ში - ოპოზიცია გაერთიანებას ისევ ვერ ახერხებს

ვახტანგ ძაბირაძე - “ჩვენ ახლა ვგავართ პეპელას, რომელიც ცეცხლისკენ დიდი გულმოდგინებით მიიწევს..."

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობისა და აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს

ეკა კუპატაძე - „მე მათ პირდაპირ ვეუბნები - არ იქნება სახელმწიფო სამართალი, იქნება ჩემი!“

დიდი პარანოია რუსეთში ანუ რისი ეშინია პუტინს - გზა კიმ ჩენ ინისკენ და შეტევა იუმორისტზესამუშაოდ ქცეული ჯოჯოხეთი: "როდის დამთავრდება ომი? ეს უაზრო კითხვაა" - The New York Timesსაქართველო დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე?! - „თუ ასე გაგრძელდა, ვინღა დავრჩებით ჩვენს ქვეყანაში?“სომხურ-აზერბაიჯანული სკანდალი - რა დრონები გამოჩნდა სომხეთის არმიის შეიარაღებაში?!რომელი ყოფილი მაღალჩინოსნები ფიგურირებენ ელისო კილაძესთან ერთად "ქოლ-ცენტრების" საქმეში? - რა დეტალები ხდება ცნობილი პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან?ცნობილია, რატომ დააკავეს ელისო კილაძე - საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაშივრცელდება ელისო კილაძის დაკავების კადრები - "რას აკეთებთ ბიჭო?! ნუ ყვირით"ვენდეტა "სისხლიანი აგვისტოს" გამო? - რა მოხდა 25 წლის წინ მოსკოვში: ვინ იყო კაკულიების მამა "დათო თბილისკი" და რა არის ცნობილი დედაზე, რომელიც ცნობილი მომღერლის დეიდააბათუმში გოლიათი ბავშვი დაიბადა - გაიცანით ნიკოლოზ თაფლაძეკონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება - რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?„ავტომობილის წლოვანება კი არა, მისი გარბენი უდრის ტექნიკურ გაუმართაობას - აზრს ვერ ვხედავ ამ შეზღუდვის, თუ ამის უკან რაღაცის ლობირება არ არის"„რეფერენტულმა ფასებმა და ხარისხის უკონტროლობამ „შავი ბაზარი“ გაააქტიურა - ხარისხიანი მედიკამენტის შოვნა პრობლემა გახდა“რა ქონებას ფლობენ ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი, რომლებიც სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიანბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი12.11.2025 / 10:03როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ პროექტების გაწელვა — ახალი ხედვა და ქართული რეალობამთავარიჩვენს შესახებსერვისებირეკლამამასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობებითბილისი, იოსებიძის ქ. 49(+995 32) 2 38 78 00ipnnews@ipn.ge+122018 ყველა უფლება დაცულია