საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ახალი ფაქტები გამოავლინა - Palitra News

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ახალი ფაქტები გამოავლინა

2026-02-18 12:16:36+04:00

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ახალი ფაქტები გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, ბრალდება წარედგინა 10 პირს. მათ შორისაა ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, ჯგუფს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე მფარველობდა. მას და კიდევ რამდენიმე პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივი სქემით 200-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაზარალდა, ზარალი კი 9.5 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. უწყების ცნობით, ჯგუფის ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს და საქმეზე საერთაშორისო გამოძიება გრძელდება.