პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძეს უსმენენ - Palitra News

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, ირაკლი კობახიძეს უსმენენ

2026-02-18 12:22:32+04:00

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათი“ იწყება. ინტერპელაციის წესით, დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, კახაბერ გულედანი წარდგებიან.

მინისტრს პარლამენტში ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიწვევით მოუსმენენ. რაც შეეხება მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს, მისთვის მომზადებული კითხვების მთავარი თემა მიგრაციული პროცესები იქნება.