საქართველოს სკოლებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება. წელს პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
რეგისტრაცია ხუთ ეტაპად წარიმართება. პირველი ეტაპი 18 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით გაგრძელდება და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს დაეთმობა. წელს პროცესში სიახლეა: ემატება მესამე ეტაპი - ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია, რაც 12 დიდ ქალაქში მცხოვრებ მოსწავლეებს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სკოლებში ჩარიცხვის შესაძლებლობას გაუზრდის. საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია კი 15 ივნისს დაიწყება.