მსოფლიო ყურადღება კვლავ ჟენევისკენ არის მიმართული, სადაც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული კონსულტაციების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. მოლაპარაკებებში აშშ-ც არის ჩართული.
შეხვედრის მთავარი თემებია ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა, უსაფრთხოების გარანტიები და ჰუმანიტარული მიმართულება. დიპლომატიური მარათონი ჟენევაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც შტატებსა და ირანს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასრულდა. მიაღწიეს თუ არა მხარეებმა პროგრესს და რა ეტაპზეა აღნიშნული პროცესი.