სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესია, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმაჟენევაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
რუსტემ უმეროვის ცნობით, ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი „ინტენსიური და შინაარსიანი“ იყო.
„პროგრესი არის, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალების გასაჯაროება შეუძლებელია“, - განაცხადა უმეროვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებს შორის რამდენიმე საკითხის დაზუსტება მოხდა.