როგორ ფუნციონირებდა ქოლცენტრი, რომელსაც სხვებთან ერთად ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მფარველობდა - Palitra News

როგორ ფუნციონირებდა ქოლცენტრი, რომელსაც სხვებთან ერთად ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მფარველობდა

2026-02-18 15:42:04+04:00

ელისო კილაძე , ოთარ ფარცხალაძე, გიორგი და დავით მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ადამიანებისა, რომელთა სახელები ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაულის საქმეში ფიგურირებს. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, პროკურატურამ 10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც დღეს დილით დააკავეს, პროკურატურაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი, პარალელურად მის სახლში სამართალდამცველები სახლში ჩხრეკას ატარებენ .ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9 მილიონ ნახევარი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. რა დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობს პროკურატურა, როგორ ფუნციონირებდა ქოლცენტრი, რომელსაც სხვებთან ერთად ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მფარველობდა?