როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში პრემიერ-მინისტრისა და  რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენას - Palitra News

როგორ აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში პრემიერ-მინისტრისა და  რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენას

2026-02-18 15:43:24+04:00

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ, დეპუტატები საკანონმდებლო ცვლლებების განხილვას დაუბრუნებიან. სავარაუდოდ დღესვე იგეგმება პლენალურ სესიაზე მეორე მოსმენით კენჭისყრა ცვლილებათა პაკეტის, რომელიც გრანტებს, პოლიტიკურ საქმიანობასა და პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება. როგორ ცნობილია, სიახლეა სისხლის სამართლის კოდექსის “ ახალი, მუხლი სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. კანონის ამოქმედების შემთხვევაში, კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ მოწოდებები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ შეფასდება - შესაძლოა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს.