რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას - Palitra News

რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება პრემიერმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას

2026-02-18 15:45:46+04:00

პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის მოსმენა დასრულდა. პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ არაერთ საკითხზე ისაუბრა. ბრძოლა არალეგალი მიგრანტების წინაარმდეგ, შრომის ბაზარი, სოციალური პირობები და ნარკოტიკული დანაშაულის პრევენცია - ყველა ამ საკითზე კობახიძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი თქმით,საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტია და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება აუცილებელი ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა კვლავ იგლ ჰილსის პროექტი აღმოჩნდა. როგორც სიტყვით გამოსვლისას კობახიძემ აღნიშნა, მოკლევადიან ბინადრობის ნებართვაზე იყო უამრავი სპეკულაცია, რასაც Eagle Hills-ის პროექტს უკავშირებდნენ, თუმცა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვით, მთლიანობაში, 4 827 პირი სარგებლობს.