გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კალასის დოკუმენტის მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან - რა დეტალები ხდება ცნობილი საკითხზე და როგორია შეფასებები საქართველოში?! - Palitra News

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კალასის დოკუმენტის მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან - რა დეტალები ხდება ცნობილი საკითხზე და როგორია შეფასებები საქართველოში?!

2026-02-18 20:47:56+04:00

რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანა - ეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის სამუშაო დოკუმენტიდან მცირე ამონარიდია, რომელზეც „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს მთავარი რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კალასის დოკუმენტის მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას. დოკუმენტი, სათაურით „ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში’’ - საჯარო არ არის, თუმცა კონკრეტულ პუნქტებზე რადიო თავისუფლება წერს. რიკარდ იოზვიაკის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის მიერ წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილი დოკუმენტი 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილონ. რა დეტალები ხდება ცნობილი საკითხზე და როგორია შეფასებები საქართველოში?!