საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და  რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ, დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას დაუბრუნდნენ - Palitra News

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და  რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ, დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას დაუბრუნდნენ

2026-02-18 20:52:58+04:00

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ, დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას დაუბრუნდნენ. პლენალურ სესიაზე მეორე მოსმენით დაიწყო ცვლილებათა პაკეტის განხილვაც, რომელიც გრანტებს, პოლიტიკურ საქმიანობასა და პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება. როგორ ცნობილია, სიახლეა სისხლის სამართლის კოდექსის “ ახალი, მუხლი სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. კანონის ამოქმედების შემთხვევაში, კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ მოწოდებები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ შეფასდება - შესაძლოა სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. მაგდა ბლუაშვილი მუშაობს პარლამენტში.